პროექტის შესახებ

აქართველოს განათლების სისტემა მიზნად ისახავს თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისათვს განათლებისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, მათთვის თანაბრად კეთილსაიმედო სასწავლო გარემოს შექმნას. ანსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოსწავლესა თუ ახალგაზრდას შეეძლოს ინდივიდუალური განვითარების პროცესის წარმართვა ერთიანი საგანმანთლებლო პროცესის ჩარჩოში, საკუთარი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი ინიციატივების გამოვლენა და მიზნების ხორცშესხმა, საკუთარი პოტენციალის რეალიზება. სწორედ ამიტომ, ცოდნის გადაცემასთან ერთად, განათლების სისტემამ მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს უნდა შეუქმნას პირობები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს თანაბარკონკურენტულ გარემოში გამოავლინონ ინიციატივები და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები.


No comments:

Post a Comment

Four Seasons ~ Vivaldi