საქართველოს განათლების სისტემა მიზნად ისახავს თითოეული
ბავშვისა და ახალგაზრდისათვის განათლებისა და
განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, მათთვის თანაბრად კეთილსაიმედო
სასწავლო გარემოს შექმნას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,
რომ თითოეულ მოსწავლესა თუ ახალგაზრდას შეეძლოს ინდივიდუალური განვითარების პროცესის წარმართვა ერთიანი საგანმანათლებლო პროცესის ჩარჩოში, საკუთარი საგანმანათლებლო,
შემოქმედებითი, საზოგადოებრივი ინიციატივების გამოვლენა და მიზნების ხორცშესხმა, საკუთარი
პოტენციალის რეალიზება. სწორედ ამიტომ, ცოდნის გადაცემასთან ერთად, განათლების სისტემამ მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს
უნდა შეუქმნას პირობები, რომლებიც მათ
საშუალებას მისცემს თანაბარკონკურენტულ გარემოში გამოავლინონ ინიციატივები და განა
ვითარონ
საკუთარი შესაძლებლობები.
Thursday, December 17, 2020
გარემოს დაბინძურება
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment